უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, 2 000-ზე მეტმა რუსმა ოკუპანტმა ხერსონის მიმართულებით ალყაში მოექცევის შემდეგ, "მწვანე დერეფანი" მოითხოვა

2 000-ზე მეტი რუსი ოკუპანტი უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონის მიმართულებით ალყაში მოაქციეს.

ამასთან, უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ოკუპანტების 3 ტაქტიკურმა ბატალიონმა ალყიდან გამოსავლელად "მწვანე დერეფანი" მოითხოვა, მათ შორის სპეცრაზმებელბმაც.

"უკრაინელი სამხედროების შეტევა ერთდროულად ორი მიმართულებით ხორციელდებოდა: ოლგინო-კოსტრიკაში და პოტიომკინო-ნოვოვოზნესენსკოეში. ამ დროისთვის ხერსონის ოლქში აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.


ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 

14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.